Back

ნივთები რომელსაც ყველა ჩვენნგანის სახლში შევხვდებით უიღბლობას იზიდავს – სწრაფად მოიშორეთ თავიდან

თუ თქვენი სანუკვარ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მუდმივად წარუმატებლობებს აწყდებით გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს სახლის დეკორაციას და საბოლოოდ დაიჯეროთ სივრცის ორგანიზების ძალა.

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ გაქვთ დღეები, როდესაც ყველაფერი ხელიდან გივარდებათ და არ ხართ ხასიათზე, რომ გააკეთოთ თუნდაც ყველაზე წვრილმანი საქმეები? დააკვირდით თქვენს ირგვლივ არსებულ ინტერიერის დეტალებს; შესაძლოა, თქვენი სახლი სავსეა “ენერგეტიკული ვამპირებით”!

სახლში ხელოვნური ყვავილები ხომ არ გაქვთ, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება? თუ ასეა, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბოლო დროს უენერგიო და მოწყენილი ხართ.
გასაგებია, რომ

ამ ნივთს, ცოცხლისგან განსხვავებით, არანაირ მოვლა არ სჭირდება, თუმცა, გარწმუნებთ, მტვრის ბუდეა, გარდა ამისა, უსულო ფოთლები უამრავ ნეგატიურ ენერგიას აგროვებს და ავრცელებს თქვენს სახლში.

კაქტუსი სახლში ალბათ ბევრს გაქვთ და გგონიათ, რომ ის თავისთვის მშვიდად არსებობს და ხელს არ გიშლით არაფერში, არადა, მის წვეტიან ეკლებში ბევრი ნეგატივი შეიძლება იმალებოდეს. ამბობენ, ადამიანები, ვისაც სახლში კაქტუსი აქვთ, ბევრად ცივები და უხეშები ხდებიანო.

არც ერთი შეხედვით აბსოლუტურად უვნებელი სარწეველა სავარძლის ადგილია თქვენს სახლში. ირლანდიური თქმულების თანახმად, ასეთი საქანელა სავარძლები ავ სულებს იზიდავს და სახლში მარტოობა და წარუმატებლობა მოაქვს.

თუ გაქვთ ასეთი სავარძელი და ვერ ელევით იმიტომ, რომ საყვარელი ბებია-ბაბუის ნაქონია, გირჩევთ ხშირად გამოიყენოთ, რათა უფუნქციოდ არ იდგეს.

გაფუჭებული საათი სახლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააჩეროთ, ან სასწრაფოდ უნდა შეაკეთოთ ან დაუფიქრებლად გადააგდოთ, საათის გაჩერებული ისრები თითქოს თქვენს ცხოვრებასაც აჩერებს.

კარგად დაათვალიერეთ, სახლში სადმე ძველი კედლის კალენდარი ხომ არ გაქვთ? თუ გაქვთ, გირჩევთ სასწრაფოდ გადააგდოთ. ეს ნივთი გაკავებთ წარსულში და არ გაძლევთ ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას.

არც იმ ნახატის გაჩერებას გირჩევთ სახლში, რომელზეც ბუნებრივი კატაკლიზმებია ასახული. ეს სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის და არ გვგონია, ვინმეს ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭოს.

თუ სახლში რემონტი გაქვთ და ფიქრობთ, რა ფერად შეღებოთ კედლები, არავითარ შემთხვევაში არ შეარჩიოთ მწვანე ფერი. ხასხასა მწვანე ფერი პირდაპირი გზაა ავადმყოფობებისა და წარუმატებლობებისკენ.

სრულად ნახვა