Back

რა მიზეზით და როგორ უნდა გაწმინდოთ გაზქურის საცეცხლურები

ყოველდღიური გამოყენებისას გაზქურის კამფორები – საცეცხლურები, მალე ისვრება და იჭედება კიდეც. ეს ხელს უშლი აირის თავისუფალ გავლას და ცეცხლი ნაკლებ ინტენსიური ხდება. კიდევ უარესია, როცა არხები ისე იჭედება, რომ გაზი საერთოდ არ გამოდის. ეს ხდება საკვების ნარჩენების გამო – ტემპერატურის ზემოქმედებით ნარჩენები უფრო მაგრდება და უხეშდება და დამატებით პრობლემას ქმნის.

გირჩევთ, დააკვირდეთ ცეცხლის ინტენსივობას საცეცხლურში. თუ სუსტად ანთია ან ცეცხლი უფრო ყვითელი ფერისაა, ყურადღება მიაქციეთ, არხები ხომ არ არის გაჭედილი. გარდა ამისა, კარგი პრაქტიკა იქნება, თუ თვეში ერთხელ გაწმენდთ. ასე მოახერხებთ გაზქურის გამოყენების გახანგრძლივებას. გაზქურის ინსტრუქციაში, როგორც წესი, არის ინფორმაცია იმაზე, როგორ უნდა გაწმინდოთ კამფორები. უმრავლეს შემთხვევაში სტანდარტული წესებია.

სხვადასხვა ტიპის ტექნიკისთვის გამოიყენება სხვადასხვა საშუალება: ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, არააბრაზიული ღრუბელი, ძველი კბილის ჯაგრისი, საჭმელი სოდა, ქაღალდის სკრეპი და სუფთა ნაჭერი. თუმცა აქედან რის გამოყენება ჯობს, ამას ჯობს ინსტრუქციაში გაეცნოთ.

სანამ გაწმენდთ, აუცილებლად უნდა გადაკეტოთ გაზი. უსაფრთხოება პირველ რიგში. დარწმუნდით, რომ საცეცხლურები გაცივდა, თუ ქურა ახლახანს გამოიყენეთ. ფრთხილად მოხსენით მილაკიდან, რომლიდანაც გაზი მიეწოდება. ამოიღეთ ყველა საცეცხლური და დაალაგეთ ხელსახოცზე ან ნაჭერზე. შემდეგ გაწმინდეთ მილაკი თბილ წყალში დასველებული ნაჭრით, შეგიძლიათ, სოდიან წყალში დასველებული ნაჭრითაც გაწმინდოთ. რთულად მისადგომი ადგილებისთვის გამოიყენეთ ჯაგრისი.

შემდეგ გაწმინდეთ თავები, რომლებიც მოხსნილი გაქვთ, ასევე სოდიანი წყლით, თუ ღრუებში მაინც რჩება ნაგავი, შეგიძლიათ საკანცელარიო “სკრეპები” გამოიყენოთ, მისი წვერით გაწმინდოთ არხები.

გაწმენდის შემდეგ თავსახურიც და მილაკიც ჩვეულებრივი წყლიანი ნაჭრით გაწმინდეთ და გააშრეთ. შემდეგ ყველაფერი ადგილზე დააბრუნეთ.