Back

რკინის ნივთები, რომელთა ჩუქებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ყველა საჩუქარს ბედნიერება როდი მოაქვს, ზოგმა ნაჩუქარმა ნივთმა შესაძლოა უსიამოვნებაც კი მოგიტანოთ.
ნივთები ისრუტავენ იმ ადამიანის ენერგიასა და ინფორმაციას, რომელიც გვჩუქნის. ამიტომ ახლობლებისთვის საჩუქრის შერჩევის დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა შევარჩიოთ დადებითი ემოციებით, რათა ოჯახს, რომელშიც ეს ნივთი შევა, სითბო და სიხარული, ბედნიერება მოვუტანოთ.

თუმცა არსებობს ისეთი ნივთები, რომელიც თავისთავად არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი და მათი ჩუქება არ ღირს. სასაჩუქრე კოდექსში არსებობს რამდენიმე ტაბუ. ამ ნივთების არათუ ჩუქება, მიღებაც არ შეიძლება.

საათი

საათის ჩუქება ცუდის მანიშნებელია, მან შესაძლოა ოჯახის წევრებს შორის უსიამოვნება და განშორებაც კი გამოიწვიოს. ამბობენ, რომ მას მას შემდეგ, რაც საათის ისრები გაჩერდება, წყვილი ერთმანეთს დაშორდება. ჩინეთსა და იაპონიაში, მაგალითად, ამ ნივთებს ადამიანები თავად ყიდულობენ.

ჭურჭელი

ჭურჭლის ნაკრები ოჯახური სიმყუდროვის ნიშანია. მისი ჩუქება შესაძლებელია, თუმცა სანამ აჩუქებდეთ, საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ, არ იყოს გაბზარული ან გატეხილი.

ბასრი და წვეტიანი საგნები

გირჩევთ მაკრატელი, დანა-ჩანგალი საჩუქრების სიიდან ამოშალოთ. მსგავსი ნივთები ნეგატიური აურის მატარებელია და შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდეს. ცრურწმენის მიხედვით, ბასრი საგნები ავ სულებს იზიდავს, ამიტომ მათი სხვის ოჯახში შეტანა არ შეიძლება.