Back

რა მიზეზით არ აქვს ამერიკულ სახლებს ღობეები

თითოეულ ქვეყანას საკუთარი წესები და ტრადიციები აქვს შემუშავებული ურბანული დაგეგმარების, სახლების დიზაინისა და მათი შემოღობვის შესახებ. საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებში, ბევრ რეგიონში, სახლის ირგვლივ ღობეები საერთოდ არ შეინიშნება.

სახლების შემოღობვის იდეა უძველესი დროიდან არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, თუმცა შეერთებულ შტატებში კერძო სახლების წინ ყველაზე ცოტა ღობე შეიძლება ნახოთ. ეს საკმაოდ უცნაურია, რადგან ოჯახისა და ტერიტორიის დაცვა უძველესი დროიდან ნებისმიერი მფლობელის მთავარი პრიორიტეტი იყო. ღია სივრცეში, ასე ვთქვათ, ხელის გულზე ცხოვრება საკმაოდ უხერხული და სახიფათოც არის, თუმცა, ამერიკელები ასე არ

ფიქრობენ, აქ შემოღობილი სახლები ძალიან იშვიათად გვხვდება.

თავად ამერიკელების თქმით, შეერთებულ შტატებში სახლების 50%-ზე ნაკლებს აქვს მაღალი ღობეები უკანა ეზოში, მაგრამ წინა ფასადზე ღობეები, ტროტუარებსა და ქუჩებზე გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული. თუ ვინმეს აქვს ღობე, ის, როგორც წესი, ძალიან დაბალია და ემსახურება მხოლოდ სახლის საზღვრების გამიჯვნას და არა მის დაცვას ცნობისმოყვარე თვალებისგან.

ამერიკელები ამას ასე ხსნიან:

ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც დემოკრატია და თავისუფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ამ ქვეყანაში საგანგებოდ გაიჯნული და დაცული მხოლოდ ზოგიერთი საზოგადოებრივი და სამხედრო ობიექტებია.

ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა შემოღობილ სახლს ანტისოციალურ მოვლენად მიიჩნევს. ქვეყანაში, სადაც ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, თვლიან, რომ ღობე უბრალოდ არ სჭირდებათ. სახლების წინ მხოლოდ მწვანე გაზონის დანახვაა შესაძლებელი.

ყველა დიდი თუ პატარა ქალაქის რაიონებში არსებობს სპეციალური ასოციაციები, რომელიც მშენებლობის დაწყების წინ საზღვრავს, სჭირდება თუ არა ამა თუ იმ დასახლებას შემოღობვა.

გარდა ამისა, არსებობს სოციალური წესები, რომელიც გულისხმობს მეზობლების თანხმობას, მათ შორის თანხმობას ღობის გაკეთებასთან დაკავშირებით. ზოგიერთ მეზობელს შეურაცხმყოფელადაც კი ეჩვენება მეზობელი სახლის გარშემო აღმართული ღობე, რაც სასამართლოში ჩივილის მიზეზადაც კი შეიძლება იქცეს. ამერიკელებს კი სკანდალების, შესაბამისად ღობის გარეშე ცხოვრება ურჩევნიათ.

გარდა ამისა, ფინანსური კუთხითაც ღობის გარეშე სახლი ბევრად ეკონომიურია, როგორც დროის, ისე ფინანსების მხრივ. არ არის საჭირო სირბილი მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში ნებართვის ასაღებად. გარდა ამისა, მიზეზი ადგილების დეფიციტიც არის, შეზღუდულ სივრცეში ღობეს გარკვეული ადგილი სჭირდება, რაც არცთუ ადვილი განსახორციელებელია.

ღობე ამერიკულ სახლებს შეიძლება შენიშნოთ იმ შემთხვევაში, თუ ეზოში ჰყავთ შინაური ცხოველები, ასევე თუ ცხოვრობენ ისეთ რაიონებში, სადაც ხშირად ხდება ძარცვები, სადაც გარეული, ველური ცხოველების თავდასხმის საშიშროება არსებობს, ღობე აქტუალურია ასევე ბავშვების უსაფრთხოების დაცვის კუთხით.

სრულად ნახვა: shin.ge