Back

რა მიზეზით არ უნდა ააშენოთ სახლი ტყის პირას – რომანტიულია, მაგრამ… – ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

კერძო სახლზე არ ოცნებობს მხოლოდ ის, ვისაც ის უკვე აქვს.

როგორც წესი, ადამიანები სახლის აშენებაზე ქალაქისგან მოშორებით, სადმე ბუნებაში, ტყის პირას ოცნებობენ ხოლმე, თუმცა ეს იდეა არც ისე გამართლებულია, სახლი ტყის პირას არც ისე რომანტიკული და მშვიდია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

საკუთარი სახლის მეპატრონეებმა კარგად იციან, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სახლის სახურავი, რომელიც პერიოდულად საჭიროებს წმენდასა და შეკეთებას, ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავდება იმ შემთხვევაში, თუ სახლი ბევრი ხის ქვეშ დგას. სახლის სახურავზე გროვდება ფოთლები და ტოტები, რაც აკავებს ასევე წყალს.

იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი ზიანი არ მოგაყენოთ, საკმაოდ ხშირად უნდა გაიწმინდოს სახლის სახურავი.

მიუხედავად სილამაზისა, ტყე ცხოველების საცხოვრებელი ადგილი და არა ადამიანების. სანამ თბილა, მზად უნდა იყოთ, რომ ტყის ნაპირას აუცილებლად შეგაწუხებთ სხვადასხვა სახის მწერები, კოღოები, ხვლიკები, ჭიანჭველები, გველები, ბაყაყები, შესაძლოა სტუმრად მელამ და მგელმაც კი შემოგიარონ. საფრთხე კიდევ უფრო მატულობს იმ შემთხვევაში, თუ ეზოში შინაური ცხოველები გყავთ, თქვენი ერთგული ძაღლი ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს მათი მსხვერპლი.

კიდევ ერთ დაბრკოლებად შეიძლება ჩაითვალოს მზის სხივების მუდმივი დეფიციტი, რაც მსგავს ლოკაციაზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ სახლში, არამედ ეზოში. რაც შეეხება გრუნტის წყალს, აქ ის ჭარბად არის. საქმე ის გახლავთ, რომ ტყის ზონა შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დანარჩენი ზონები, შესაბამისად, აქ წყლის პრობლემა ყოველთვის არსებობს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მზის სხივის დეფიციტი თავისთავად იწვევს ობსა და სოკოს საცხოვრებელ ზონაში. სოკო აფუჭებს არა მხოლოდ საკვებ პროდუქტებს, არამედ საშენ მასალასაც და ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს. ასევე – ხავსი, ტყეში ხავსი არასდროს ილევა. ის ყოველთვის მონახავს გზას საიმისოდ, რათა შემოიჭრას თქვენს ეზოში.

სრულად ნახვა: shin.ge